თქვენ იქნებით ოთახში ჩაკეტილი
ეძებეთ მინიშნებები
ამოხსენით გამოცანები
იპოვეთ გასაღები
გამოაღწიეთ ოთახიდან
1 საათი გადასარჩენად

გაიგეთ მეტი
All games are private.
Book your game now!
For 2-3 players -$99
For 4-5 players - $130

ოთახები

რა არის გაქცევის ოთახი?

სათამაშო ოთახები Escape Room განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს რებუსების ამოცნობა, მინიშნებების ძიება და ამაღელვებელი თავგადასავლების განცდა. თქვენგან არ მოითხოვება არანაირი სპეციალური უნარჩვევები, მხოლოდ კრეატიულობა და ცნობისმოყვარეობა! ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გაატაროთ დღე ოჯახურ და მეგობრულ წრეში, კარგად გაერთოთ ყველამ ერთად!

საჭიროა გამჭრიახობა, რათა ოპოვოთ ყველა მინიშნება, ამოხსნათ დავალებები და მოიპოვოთ საკუთარი თავისუფლების გასაღები, შეიძლება მსოფლიოც გადაარჩინოთ! თქვენ უნდა თავი დააღწიოთ სხვადასხვა გამოცანებით სავსე ოთახებს და ამისთვის გაქვთ 60 წუთი! დრო შეზღუდულია! რა გირჩიოთ? იჩქარეთ!

სათამაშო ოთახები Escape Room ერთნაირად საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისათვის. თუ თქვენ მდიდარი წარმოსახვა გაქვთ და გამოცდების გავლა გსურთ, ეს თამაში სწორედ თქვენთვისაა. ის შესანიშნავია როგორც ოჯახთან ასევე მეგობრებთან ერთად დასვენებისა და დროის ტარებისათვის. გადაიხადეთ დაბადების დღე, მოუწყვეთ ზეიმი ბავშვებს, კორპორატიული ღონისძიება ან თუნდაც პაემანი დანიშნეთ Escape Room-ის სათამაშო ოთახში. ეს დრო თქვენთვის უნიკალური და დაუვიწყარი დრო იქნება. შეკარით გუნდი და გაიმართეთ თავგადასვლების შესახვედრად. ეს ყველას მოეწონება. ჩვენ ამის გარანტიას გაძლევთ!

რას მიიღებთ

სპეციალური ღონისძიებები

დაბადების დღის ან წვეულების გადახდა გსურთ მეგობრებთან ერთად? ეს დღე ყველაზე განსაკუთრებული გახადეთ. დაბადების დღეზე ჩვეულებრივი საჩუქრის მაგივრად აჩუქეთ სახალისო თავადასავალი სათამაშო ოთახ Escape Room-ში. თამაში ყველასათვის საინტერესო და მომხიბლავია.

გიყვართ გამოცანები?

არასდროს არის გვიანი სასწავლოდ და სამხიარულოდ. სირთულეების გადალახვისას, ჩვენ მუდამ ახალს ვსწავლობთ. მხოლოდ წინ! სათამაშო ოთახი Escape Room არის შეუდარებელი ხერხი, რომ კარგად გაატაროთ დრო, ახალი შეისწავლოთ, შეიძინოთ გამოცდილება და გომოსცადოთ თქვენი გამჭრიახობა.

ყველასთვის საინტერესოა

თამაში Escape Room-ში მხიარული და საინტერეოსოა ყველასათვის. აქ საინტერესო დავალებებია როგორც ბავშვებისათვის, ასევე უფროსებისთვის. ჩვენი თამაშები გაძლევთ საშუალებას გავაუმჯობესოთ პრობლემების გადაწყვეტის უნარჩვევები, გავაუმჯობესოთ ლოგიკური აზროვნება და რეაქციის სიჩქარე. და გახსოვდეთ, ეს მხოლოდდამხოლოდ თამაშია!

ჯგუფური სამუშაო

წარმატების გასაღებს წარმოადგენს ჯგუფური მუშაობა. სანამ თქვენ ცდილობთ გადარჩეთ Escape Room-ის სათამაშო ოთახში, შესაძლებლობა გაქვთ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი. აქ შესაძლებელია შესანიშნავი ურთიერთობების აწყობა და ჯგუფის შიგნით ურთიერთგაგების გაუმჯობესება. მჭიდრო თანამშრომლობა მიიყვანს თქვენს გუნდს ყველაზე ნანატრ გამარჯვებებისაკენ!

დაგვიკავშირდით

ბილეთის დასაჯავშნად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

შესვლა

or
Enter your e-mail address.
Enter the password that accompanies your e-mail.
დაგავიწყდათ პაროლი?
Haven't got account? Sign up!
დაგვიკავშირდით
ფრანშიზის ფორმა
მადლობა
თქვენი ფორმა წარმატებით გაიგზავნა

ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ უახლოეს მომავალში.